ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ   -   შპს ალფა

შპს "ალფა" წარმოადგენს, ერთ-ერთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2010 წელიდან ახორციელებს საკვები პროდუქტების იმპორტს საქართველოში. კომპანიის მიზანია საქართველოს ბაზრის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებით, რომლის წყალობითაც შეძლო მყარი პოზიციების დაკავება და შესაბამისად მოიპოვა ნდობა როგორც საქართველოში, ისე უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას.  შპს "ალფა"-ს საქმიანობა, თავისი სპეციფიკიდან გამომიდინარე, აისახება ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე, ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებაზე. ზუსტ და დროულ რეაგირებაზე, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას.


შპს "ალფა"-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში, სტანდარტების უმაღლესი დაცვით არის მოწყობილი სასაწყობე მეურნეობა. ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რაც მოქნილს ხდის პროდუქციის მიწოდებას ყველა ობიექტზე. კომპანიის მენეჯმენტი დაარსების დღიდან ზრუნავს საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და გაძლიერებაზე, რეგულარულად იღებს მონაწილეობას საზღვარგარეთ ორგანიზებულ კონფერენციებში, გამოფენებსა თუ ბიზნეს ფორუმებში, რითაც შესაძლებელი ხდება არსებული ტენდენციების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა საქართველოში.

შპს "ალფა" მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართობასა და განვითარებაზე.   

გურამ ბროძელი

დირექტორი

გოჩა ჟველია

კომერციული დირქტორი

სოფიო ბერაძე

მთავარი ბუღალტერი

ნინო ოზიაშვილი

შესყიდვების მენეჯერი

დავით კირვალიძე

გაყიდვების მენეჯერი